|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ინიციატივით გამოდის

იმერეთის ოლიმპოური კომიტეტის  თავმჯდომარე რეზო რობაქიძე ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქუთაისის რაგბის არენა  რაგბისტის სკულპტურით გალამაზდება. რობაქიძის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა გალერეა ,,ვარლა"-ში, გამოფენილმა რაგბისტის სკულპტურამ შთააგონა.

"რამდენიმე დღის წინ  გალერეა ,,ვარლა"-ში  ჩატარებულ გამოფენაზე დამთვალიერებელთა ყურადღება - რაგბისტის სკულპტურამ მიიპყრო.   აღნიშნული იდეის შესახებ თამაზ კიკვაძეს გავესაუბრე, მან განაცხადა, რომ  კარგი იქნება, თუ  2017 წელს  ქუთაისში ახალგაზრდებს შორის რაგბისტთა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას მოესწრება. თითქოს არქიტექტორს სპაციალურად დაუტოვებია ადგილი ამ სკულპტურის დასადგმელად. ვფიქრობ, მართლაც მოუხდება ქუთაისის რაგბის არენას  რაგბისტის ასეთი შესანიშნავი სკულპტურა, რომლის ავტორიც ახალგაზრდა მოქანდაკე - ასლან მუშკუდიანია",-განუცხადა "ნიუპრესს" რობაქიძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა