იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თანამდებობიდან გადადგა
შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს. პოსტი დატოვა იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ ჩიხლაძემ. როგორც შსს–ში განმარტავენ, გადადგომის შესახებ განცხადება ყველამ დაწერა, მათ შორის იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.
როგორც ცნობილია, რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების უფროსებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გუშინ შეხვდა. 14 იანვარს კი, ახალი მოადგილეების წარდგენისას, მინისტრმა უწყებაში მორიგი საკადრო ცვლილებები დააანონსა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















