|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს ელექტრო ენერგია შეუფერხებლად მიეწოდება

ელექტროენერგია იმერეთის რეგიონს შუზღუდავად  მიეწოდება, ამის შესახებ  „ენერგო პრო ჯორჯიას“  იმერეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ.

როგორც კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა " ნიუპრესს" განუცხადა,  "ამ დროისთვის ელექტოენერგია იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება, ავარია არ დაფიქსირებულა".

 დიდთოვლობის გამო იმერეთში, გზებზე პრობლემები შეიქმნა. გადაადგილება შეფერხებულია, როგორ შიდა, ასევე ცენტრალურ გზებზე. თოვლის გამო სასწავლო პროცესი შეფერხდა რეგიონის რამდენიმე სკოლაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა