იმერეთის ყველა სამაჟორიტარო ოლქის მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო
არჩევნების მეორე ტურის მონაცემები ცნობილია. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქუთაისის სამ ოლქში, ასევე ბაღდათი-ხარაგაულის, ზესტაფონისა და ჭიათურის ოლქებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ქუთაისის #47 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი თევდორაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 30,75% და გენადი მარგველაშვილი (ქართული ოცნება) – 69,25%.
ქუთაისის #48 მაჟორიტარული ოლქი: აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 24,72% და დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება) – 75,28%.
ქუთაისის #49 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი წერეთელი (ნაციონალური მოძრაობა) – 32,67% და კობა ნარჩემაშვილი (ქართული ოცნება) – 67,33%.
ბაღდათის #51 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი რობაქიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 27,19% და კობა ლურსმანაშვილი (ქართული ოცნება) -72,81%.
ზესტაფონის #52 მაჟორიტარული ოლქი: ბეჟან ბუცხრიკიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 21,37% და შალვა კიკნაველიძე (ქართული ოცნება) – 78,63%.
ჭიათურის #56 მაჟორიტარული ოლქი: თეიმურაზ გაფრინდაშვილი (თავისუფალი დემოკრატები) – 36,06% და სულხან მახათაძე (ქართული ოცნება) – 63,94%.
წელს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში 11 მაჟორიტარი შეირჩა. ოლქების გაერთიანების გამო რამდენიმე შემთხვევაში მუნიციპალიტეტების და სამაჟორიტარო ოლქების საზღვრები ერთმანებს არ ემთხვევა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















