იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 40 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ელექტროენერგია არ მიეწოდება 40 ათასამდე, სამეგრელოში კი - 20 ასასამდე აბონენტს - ამის შესახებ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციადან ხდება ცნობილი.
კომპანიის ცნობით, დასავლეთ საქართველოში დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.
„,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა, სტიქიის გამო დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი აღადგინა
იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმში არსებული 265 000 ათასი აბონენტიდან, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 40 ათასამდე აბონენტს. სამეგრელოში არსებული 142 000 ათასი აბონენტიდან კი 20 000 მდე აბონენტს
საერთო ჯამში, სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სს,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტიების დაახლოებით 5 %-ს
საგანგებო რეჟიმში მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გართულებული გადაადგილების მიუხედავად, კომპანიის ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ოპერატიული ტექნიკური ბრიგადები გადანაწილებულები არიან დაზიანებების ადგილებზე, სადაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს
უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასაველთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში
აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება“, -აცხადებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ,
ავტორი:





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















