|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში იტალიური წარმოების სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოფენა იგეგმება

2016 წლის 20 მარტს 11:00 – 17:00 სთ–მდე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში იტალიური წარმოების სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოფენას გამართავს.

ღონისძიებაში მსოფლიოში ცნობილი ფირმები მიიღებენ მონაწილეობას: Ferrari, IDEAL, LUCCHINI, FORIGO bassi, spedo.

ადგილზე მისულ სტუმრებს თანამედროვე სტანდარტების მქონე ტექნიკის დაათვალიერებისა და იტალიური მწარმოებლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ.

ღონისძიების მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს.

სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოფენას დაესწრებიან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორები, იტალიის ელჩი საქართველოში, მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები.

ავტორი: ნიუპრესი