იმერეთში ორ სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო
საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.
სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
დაგვიანებით იწყება სწავლა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს) ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის #2 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს).
იმერეთის მასშტაბით სხვა შეფერხება არ არის. რაც შეეხება დანარჩენ სკოლებს, უმეტესობა თბილისში და ასევე რეგიონებშია.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















