|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში პურის 11 საწარმოს ფუნქციონირება შეუჩერდა

იმერეთში პურის მწარმოებელ 11 საწარმოს ფუნქციონირება შეუჩერდა, ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს "ნიუპრესზე" გასული მასალის პასუხად.  

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 10 თვეში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  იმერეთის მასშტაბით 77 საწარმოს სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა.  შემოწმების შემდეგ, 20 ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა, დაჯარიმებული 20 კომპანიიდან კი, 11-ში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ასევე გამოვლენილი იყო ეტიკეტირებასთან დაკავშირებული პრობლემები. 
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დამატებით 4 ნიმუში იქნა აღებული, რომელთაგანაც დარღვევა არცერთში აღმოჩენილა.

 

შეუსაბამობა არსებობს პურის ტრანსპორტირების საკითხშიც.  სესის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება როგორც წარმოების, გადამუშავების, ასევე  დისტრიბუციის ეტაპზე. თუ სატრანსპორტო საშუალება არის ბიზნესოპერატორის სადისტრიბუციო საშუალება,  დარღვევის შემთხვევაში, ეკისრება სანქცია. კონტროლი არ ხორციელდება ფიზიკური პირების მიერ პურის გადატანაზე.

„დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქემ აუცილებლად უნდა დარეკოს ცელ ხაზზე, არცერთი ასეთი შემთხვევა  შეუმოწმებელი არ დარჩება. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახური აუცილებლად გავა შემთხვევის ადგილზე და მოქალაქის მიერ დასახელებულ საწარმოს აუცილებლად შეისწავლის“-განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერია 1501

ავტორი: ხატია ბანძელაძე, ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა