იმერეთში რამდენიმე დღით აბონენტებს გაზმომარაგება შუწყდება
გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 3, 4 და 5 ივლისს გაზმომარაგება თერჯოლისა და წყალტუბოს აბონენტებს შეეზუდება, ინფორმაციას კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.
3 ივლისის 10:00 საათიდან 4 ივლისის 18:00 საათამდე წყალტუბოში გაზმომარაგება შემდეგ ქუჩებს შეუწყდება: ნინოშვილის, ბარათაშვილის, ჯავახიშვილის, გურიელის და ჭონქაძის.
თერჯოლაში 3 ივლისის 12:00 საათიდან 5 ივლისის 19:00 საათამდე გაზმომარაგება სოფელ ტელფას შეუწყდება. ასევე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ ალისუბანს გაზმომარაგება 4 ივლისს 10:00 საათიდან 5 ივლისის 18:00 საათამდე შეუწყდება.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ ეტაპობრივად.
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















