იმერეთში სამუშაოების 75 % შესრულდა
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ 2015 წელი შეაჯამა. გუბერნატორმა იმერეთის 12–ივე მუნიციპალიტეტში გატარებულ სამუშაოებსა და პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2015 წელი წარმატებული და ნაყოფიერი იყო, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტმა დაგეგმილი სამუშაოები წარმატებით შეასრულა.
"2015 წელი პოლიტიკურად მშვიდი წელი იყო. მშვიდად ვმუშაობდით. იმერეთში მრავალი პროექტი განხორციელდა. ინფრასტრუქტურის, სოციალური სფეროსა და ჯანდაცვის მხრივ, ასევე კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ჯამში, მუნიციპალიტეტებში სამუშაოების 97% შესრულდა. რაც შეეხება მომავალ წელს, ვფიქრობთ, რომ ბევრად წარმატებული იქნება და გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები",–განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















