|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები იმერეთში

 ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში ლიდერობს. 

იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტიდან ოპოზიციის კანდიდატს  ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 48,2% წყალტუბოში აქვს (11921ხმა), თუმცა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა 29 585 ხმა - 46.98%  ვაშაძემ ქუთაისში მიიღო. 

ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა ასევე ზესტაფონში, ბაღდათში, ტყიბულსა და სამტრედიაში.

სახელისუფლებო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს რეკორდული მაჩვენებელი - 77,08%  საჩხერეში აქვს. 

იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით ხმები ასე განაწილდა:

ხარაგაული - ოპოზიციის კანდიდატი -30, 99 %  -  სახელისუფლებო -   47, 4%

თერჯოლა   - გრიგოლ ვაშაძე   28,1%   სალომე ზურაბიშვილი -   37,85, 

საჩხერეში  ოპოზიციის კანდიდატმა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი- 10,28%,  ოლო საახელისუფლებო კანდიდატმა         77,08 % მიიღო.

ზესტაფონში ოპოზიციამ 38,57% მიიღო, სახელისუფლებო კანდიდატმა კი -35,52 %,

ბაღდათში  გრიგოლ ვაშაძემ- 38,33%, სალომე ზურაბიშვილმა -37,89%,

ვანში გრიგოლ ვაშაძე 26,45%,  სალომე ზურაბიშვილი - 46, 69%,

სამტრედია  გრიგოლ ვაშაძე  41,4 %,  სალომე ზურაბიშვილი  37,45%,

ხონი   გრიგოლ ვაშაძე -23, 95%  სალომე ზურაბიშვილი - 42, 13%

ჭიათურა   გრიგოლ ვაშაძე 31, 15 %,   სალომე  ზურაბიშვილი -42,8%

ტყიბული   გრიგოლ ვაშაძე  - 46,83,    სალომე ზურაბიშვილი  -35, 82%

წყალტუბო   გრიგოლ ვაშაძე  - 48,2,%  სალომე ზურაბიშვილი  -32, 93%

ქუთაისი - გრიგოლ ვაშაძე 46, 98 % -   სალომე ზურაბიშვილი -28, 67%

 

ცესკოს მიერ დათვლილი ხმების 99, 57 %-ის მიხედვით,  „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 38,66 % მოაგროვა, გაერთიანებული ოპოციციის ძალა ერთობაშია კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 37, 7 %.

10,97 %-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს,   3,76 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა - დავით უსუფაშვილს, 2,26 %-მა - ზურაბ ჯაფარიძეს და 1,33 %-მა - კახა კუკავას.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა