|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოფიციალურად წარადგინეს

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოფიციალურად წარადგინეს. ახალი გუბერნატორი თანამშრომლებს და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს პრემიერის მრჩეველმა რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წარადგინეს.

მათი თქმით, მთავარი ამოცანაა, მოხდეს სწორი კოორდინაცია და რეგიონებში, სადაც ჩამორჩენაა,  დაიწყოს პროექტების განხორციელება. 

"წარმატებებს ვუსურვებ ახალ გუბერნატორს ყველაზე დიდ რეგიონში. იმერეთში ყველაზე მეტი, 55 მილიონი ლარის პროექტები ხორციელდება, რწმუნებულის მოვალეობაა ამ პროექტების შესრულების კოორდინირება, რაც კარგ მენეჯმენტს საჭიროებს.  თანხის აუთვისებლობა კი შეუსრულებელ პროექტებს ნიშნავს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მისი თქმით, გამოცდილებიდან გამომდინარე, იმედოვნებს, რომ ახალი რწმუნებული თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა