|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში სწრაფი ტესტირების ჩატარება 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი

იმერეთის მასშტაბით სწრაფი ტესტირების ჩატარება 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ იმერეთის მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილეს.

,,პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ორი დღის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრებზე ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რაც სწრაფ ტესტირებას უკავშირდება. ასევე, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ერთობლივ ეფექტურ მუშაობას უკავშირდება, რათა ტესტირება ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს ხელმისაწვდომი როგორც დროის თვალსაზრისით, ასე ტერიტორიულად" - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

ცნობისთვის, მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის მართვის პროცესში დადგენილი შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყანის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებში სახელმწიფო, დღეში, დაახლოებით 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. ამავდროულად, განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ნიუპრესი