|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში წესების დარღვევით 3 074 300 ლარის სოციალური დახმარება გაიცა

2012–2014 წლებში საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, სამტრედიის, წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სახის დარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრისას წარმოადგინა.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა,  მუნიციპალიტეტებში სოციალური დახმარების სახით გაცემული თანხების ფარგლებში 3 074 300 ლარი წესის დარღვევით გაიცა.

 სამსახურის გენერალურმა აუდიტმა, ლაშა თორდიამ აუდიტის სამსახურის მიერ იმერეთის მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ სხვა  დარღვევებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა.

აუდიტის სამსახურის განცხადებით,  საქმიანობის შესწავლა სხვა მუნიციპალიტეტებშიც მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი