იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 33 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 395 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 114 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 61 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 33 ფაქტი, აჭარაში - 29 ფაქტი, გურიაში - 7, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 14, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -25 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 8 ფაქტი, შიდა ქართლში - 23, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 79, ხოლო თბილისში - 2 ფაქტი დაფიქსირდა.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3170 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 52 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 1 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















