|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთისათვის ტურისტულად მიმზიდველი სლოგანის შერჩევა მიმდინარეობს

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა, იმერეთის რეგიონის ტურისტული ბრენდინგის სტრატეგიის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინეს.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა იმერეთის ტურისტულ პოტენციალზე, ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე, არსებულის განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონერებისთვის მომგებიან საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე რეგიონისთვის ტურისტულად მიმზიდველი სლოგანის შერჩევაზეც იმუშავეს. პროექტის მიზანს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე იმერეთის რეგიონის ცნობადობის ამაღლება და მხარეში უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლა წარმოადგენს.

შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მხარის მუნიციპალიტეტებში სხვა მერები და აღნიშნული მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები ესწრებოდნენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა