ინფიცირების 237 ახალი შემთხვევიდან 26 იმერეთში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 237 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა - 6, იმერეთი - 26, ქვემო ქართლი -15, შიდა ქართლი - 9, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 11, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 821 საიდანაც, 359 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 196, აჭარაში - 19, იმერეთში - 78.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 83 პირი, მათ შორის, თბილისში - 53, აჭარაში - 11, იმერეთში - 8. 2 462 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 783 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი





12:52
22:32
12:44
13:23
13:14
















