ინტერპოლით ძებნილი ქუთაისელი მამაკაცი კიევში დააკავეს
39 წლის ქუთაისელი მამუკა ხეცურიანი კიევში დააკავეს. ინტერპოლით ძებნილი მამაკაცი ქართველმა და უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქუჩაში აიყვანეს.
პოლონური მედიის ცნობით, მამუკა ხეცურიანს 28 წლის პაულინა დ-ს გაუპატიურებასა და მის სადისტურ მკვლელობაში ადანაშაულებენ.
მათივე ინფორმაციით, 39 წლის ქუთაისელ მამაკაცზე ძებნა ინტერპოლით რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, მამუკა ხეცურიანი ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ცხოვრობდა. მის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე ადგილობრივები საუბრობენ.
ამავე საქმესთან დაკავშებით დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის უკვე დაკავებულია საქართველოს კიდევ ორი და ბელორუსის ერთი მოქალაქე.
მათ ბრალი ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ. სასამართლომ საქართველოს ერთ მოქალაქეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















