იოანე გამრეკელი რუსული ინტერესების წარმომადგენელია საქართველოში - დავით ბერძენიშვილი
იოანე გამრეკელი, ყოფილი მამა გიორგი რომელსაც ჩააბარეს ახლა ამხელა ეპარქია, არის რუსული ინტერესების წარმომადგენელი საქართველოში, - ამის შესახებ ტვ "პირველის" ეთერში დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იოანე გამრეკელი, რომელიც დღეს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დანიშნეს, ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას.
"ეს არის საჯარო ინფორმაცია, რამდენიმე წლის წინ ერეკლე მეორეს საზოგადოებამ მოაწყო კინო ჩვენება "კინოს სახლში", სადაც აგინებდნენ ამერიკელებს იუგოსლავიის დაბომბვის გამო და აქებდნენ მილოშევიჩს. ამერიკელების მაგინებელი და სერბების მაშინდელი ხელისუფლების დამცველი ტექსტი ქონდა სწორედ მეუფე გამრეკელს. სხვა დროსაც არაერთხელ გამოუხატავს მას გამოკვეთილი პრორუსული პოზიციები", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, საყურადღებოა, რომ სინოდმა პრორუსული ორიენტაციის იოანე გამრეკელი დააწინაურა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















