|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი - აუცილებლად გავაგრძელებთ ფასადების რეაბილიტაციის პროგრამას ქალაქის იერ-სახის შესანარჩუნებლად

ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქალაქში გზების და ტროტუარების მოწესრიგება გრძელდება.

როგორც ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა, წლის ბოლომდე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდება.

"წერეთლის ქუჩა უკვე გავლადი და დასრულებულია. მიმდინარეობს ტროტუარების მოწესრიგება. აღმაშენებლის გამზირზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობა არ შეჩერებულა. უკვე ჩაიდო ძირითადი მიწისქვეშა საკომუნიკაციო საშუალებები, ის, რამაც გაახანგრძლივა რეაბილიტაციის პროცესი. წლის ბოლომდე ორივე მხარე იქნება დასრულებული. რეგიონული განვითარების ფონდის პროექტების ფარგლებში გაკეთდა შანიძის აღმართი, ცხინვალის და ხორავას ქუჩები. მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება მელიქიშვილის ქუჩა, სადაც სანიაღვრე სისტემების მიერთებაც ხდება. შემსრულებლებისგან "სიურპროზებს" არ ველით არც გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზეც. აუცილებლად გავაგრძელებთ ფასადების რეაბილიტაციის პროგრამას ქალაქის იერ-სახის შესანარჩუნებლად", - განაცხადა ხახალეიშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.09%
გაუარესდა - 49.12%
არ შეცვლილა - 15.79%
სულ - 57 ხმა