|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შეწყდეს გამოსახლება!" -იპოთეკით დაზარალებულმა ქუთაისში აქცია გამართეს

ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია გამართეს. მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციის  წინ  შეიკრიბნენ. ისინი  იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი განცხადებით, იმერეთის გუბერნატორს წერილობით მიმართეს, რის პასუხადაც მიიღეს, რომ  ის აღნიშნულ საკითხებში კომპეტენტური არ არის.  იპოთეკით დაზარალებულები კვლავ დაბალპროცენტიან სესხებს მოითხოვენ.

„თავიანთი დანაპირები კეთილი ინებონ და ახლა მაინც აასრულონ, თუ არა მოვა არჩევნები და შესაბამის პასუხს მიიღებენ ჩვენგანაც. აქციებს მანამ გავმართავთ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. რამდენიმე დღეში სამ ოჯახს ისევ გამოასახლებენ. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოგვაქციონ ყურადღება. წინააღმდეგ შემთხვევაში მერიის წინ დავიწყებთ შიმშილობას“,-განაცხადა იპოთეკით დაზარალებულმა დარეჯან სულაქველიძემ.

 იპოთეკით დაზარალებულებს პარტია „თავისუფალი საქართველო“იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. წულაია ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებს შეამცირონ ბიუროკრატიული  ხარჯები და ამ ადამიანებს დახმარება გაუწიონ.

„რამდენიმე დღის წინ მერიამ იმდენი კონდიციონერი შეიძინა, სიმძლავრეს ვეღარ გაუძლო და ცეცხლი გაუჩნდათ. მივმართავ ადგილობრივ თვითმმართველობას, საკუთარი კომფორტისთვის მოერიდონ თანხების ფლანგვას და ამ ადამიანებს მიაქციონ ყურადღება“, - აღნიშნა წულაიამ.

 
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა