ქუთაისის ვიცე მერი: "იქნებ გამოხვიდეთ და თავად გაუწიოთ მონიტორინგი"
ქუთაისში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქში გარკვეული პრობლემები შექმნა. შეფერხებით მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მერიაში აცხადებენ, რომ გზები ინტენსიურად იწმინდება და ტექნიკური მარილიც იყრება.
„ქუჩები აქტიურად იწმინდება და შესაბამისად, ტექნიკური მარილიც იყრება. არც ერთ საავადმყოფოსთან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტთან პრობლემა არ შექმნილა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პათოსს, მიუღებელია, რადგან ახლა ის ადამიანები გვაკრიტიკებენ, ვისი მმართველობის დროსაც, შესაბამისი ტექნიკაც არ იყო იმისთვის, რომ ქუჩები გაეწმინდათ. ასევე, 2015 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე თოვლის საწმენდი ტექნიკის ყიდვას მხარი არ დაუჭირეს. როცა თოვლი 30 სანტიმეტრს აჭარბებს, ასეულობით ქუჩა ერთ და 2 საათში ვერ გაიწმინდება“, - განაცხადა ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა.
„იქნებ გამოხვიდეთ და თავად გაუწიოთ მონიტორინგი ,,სპეციალური სერვისების" მუშაობას. პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, რომელებიც მთელი ღამე და შესაბამისად დღესაც, თოვლში მუშაობენ, რათა მოქალაქეების გადაადგილებას პრობლემები არ შეექმნას“,-განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.
შეგახსენებთ, გაუწმენდავი გზების გამო უკმაყოფილება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ დააფიქსირა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















