|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსსი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ღარიბაშვილი რამდენიმე წუთში  გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

აღნიშნული ინფორმაციას  სახელმწიფო კანცელარიაში არ დაადასტურეს, თუმცა როგორც  "გურია ნიუსს" სანდო წყარომ განუცხადა, ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულია და გადაწყვეტილება დღეს გახმოვანდება.

ღარიბაშვილს დროებით გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის, რომელიც "ქართულ ოცნებას" პრემიერ-მინისტრად სურს და როგორ ამბობენ, სწორედ მის კანდიდატურას წარუდგენენ პარლამენტს.

სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები იგეგმება მინისტრთა კაბინეტში.

 

წყარო

ავტორი: ანი ლიპარიშვილი