ირაკლი შენგელიამ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან ირაკლი შენგელია არჩევნებამდე ორი თვით ადრე მიდის და მუშაობას ახალი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ირაკლი შენგელია მადლობას ბიძინა ივანიშვილს უხდის ამ უნივერსიტეტის დაარსებისთვის.
„სასიამოვნო სირთულე და დიდი პასუხისმგებლობაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU)ახალ ეტაპზე გადასვლა, სადაც საქმიანობას აკადემიური სექტორის მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიწყებ.
KIU არის უნიკალური უნივერსიტეტი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. თანამედროვე ინფრასტრუქტურით და საერთაშორისო სტანდარტებით ის მომავლისკენ მიმართული ხედვაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ მედიცინის სკოლა თანამშრომლობს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტთან, რაც მომავალი მედიკოსებისთვის მაღალხარისხოვან, ევროპულ განათლებას უზრუნველყოფს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის განხორციელება შესაძლებელი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მხარდაჭერით. დიდი მადლობა მათ განათლებაში განხორციელებული უპრეცედენტო ინვესტიციისთვის.
ჩემთვის კი ეს არის პატივი და პასუხისმგებლობა, ვიყო ამ დიდი გუნდის ნაწილი.
წინ დიდი საქმეები გველის, წარმატებას ვუსურვებ KIU-ს და თითოეულ კოლეგას!“, - წერს ირაკლი შენგელია.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა