კამპანიის "ეს შენ გეხება" ფარგლებში ქუთაისში აქცია გაიმართება
კამპანიის "ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" ფარგლებში ქუთაისში აქცია გაიმართება. აქცია სახელწოდებით, "ისევ გვისმენენ, ისევ ავრცელებენ" 19 მარტს, 13.00 საათზე დაიწყება.
აქციის ორგანიზატორი "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ზურაბ ზამბახიძე მიიჩნევს, რომ აქციას ყველა ადამიანი უნდა შეუერთდეს, ვისთვისაც ფარულ თვალთვალსა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა სულ ერთი არაა.
აქცია ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, თეთრ კოლონებთან გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





21:51
11:02
16:29
16:27
















