იტალიური სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოფენა იმერეთში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში იტალიური წარმოების სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოფენა გაიმართა.
გამოფენაში მსოფლიოში ცნობილი ფირმები იღებდნენ მონაწილეობას: Ferrari, IDEAL, LUCCHINI, FORIGO, bassi, spedo. ადგილზე მისულ სტუმრებს თანამედროვე სტანდარტების მქონე ტექნიკის დათვალიერებისა და იტალიური მწარმოებლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ.
შეკრებილ საზოგადოებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მიმართეს, რომლებმაც აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენდა.
სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოფენას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორები, საქართველოში იტალიის საელჩოს წარმომადგენელი, მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები.
.jpg)
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















