ივნისში „ქუთაის-ნიუპორტის ასოციაციის“ 25 წელი აღინიშნება
დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მერიის თეთრ დარბაზში უელსის დელეგაცია მიიღო. სტუმრები ქუთაისში ნიუპორტის ასოციაციის მოწვევით იმყოფებიან და მათ მეგზურობას „ქუთაის-ნიუპორტის ასოციაციის“ პრეზიდენტი, პროფესორი მადონა მეგრელიშვილი უწევს.
სტუმრობის მიზანს საიუბილეო თარიღის აღნიშვნის მზადება წარმოადგენს. წელს, ივნისის თვეში „ქუთაის-ნიუპორტის ასოციაციის“ 25 წელი აღინიშნება.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ადგილობრივი მთავრობა ჩართულია საიუბილეო ღონისძიებათა აღნიშვნის ორგანიზებაში, რათა ეს თარიღი მასშტაბური და წარმომადგენლობითი იყოს.
დღეს ასევე შედგა კიდევ ერთი შეთანხმება, რომლის თანახმად, ნიუპორტი ქუთაისს ინკლუზიური განათლების დარგში გამოცდილებას გაუზიარებს.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















