|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იყოს მხოლოდ მერი, თუ სხვა ვერაფერს წყვეტს! -მძღოლების გაფიცვა გრძელდება [VIDEO]

რას აკეთებს ამდენი ხალხი მერიაში, თუ ვერაფერს წყვეტენ, რაში იღებენ ხელფასს?  თუ გადაწყვეტილებას მერის გარდა სხვა ვერავინ იღებს, იყოს მაშინ მხოლოდ   მერი - აცხადებენ  ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფიცული მძღოლები. ისინი დილიდან  ქალაქის ცენტრალურ ბულვარში არიან შეკრებილი. ვიცე მერთან გამართული წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ მძღოლები საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.

დავით დვალის განცხადებით, ის მძღოლებთან შესახვედრად გასვლას არ აპირებს. მისი თქმით, ის და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ქავთარაძე მერიაში ელოდებიან მძღოლების წარმომადგენლებთან შეხვედრას.

"მე აქეთ ველოდები მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რომ მუშა შეხვედრაზე განვიხილოთ ის  საკითხები, რაც მათ აქვთ. თუ არ მოვლენ, გამოდის, რომ ამ ადამიანებს უნდათ უბრალოდ ქუჩაში დგომა და არა საკითხზე მსჯელობა. ჩვენ მზად ვართ დიალოგისათვის",-განუცხადა "ნიუპრესს" დავით დვალმა. 

უყურადღებობის შემთხვევაში მძღოლები მერიის წინ მდებარე ქუჩის გადაკეტვით იმუქრებიან.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა