|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში „მაიმუნის ყვავილზე“ იმსჯელეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც ვირუსულ ინფექცია „მაიმუნის ყვავილზე“ იმსჯელეს.

მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელსაც პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი. ინფექცია, ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობას ის ადვილად გადააქვს რამდენიმე კვირაში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მას გართულებებიც მოჰყვება.

 მეცნიერები არ ელოდებიან, რომ დაავადება გადაიქცევა პანდემიად, როგორიცაა კოვიდ-19, იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი არ ვრცელდება ისე მარტივად, როგორც SARS-COV-2.

 
მაიმუნის ყვავილი უკვე გამოვლენილია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, შვედეთში, გერმანიაში, იტალიაში, ავსტრალიასა და კანადაში.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა