ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებსს, რომ პრეპარატები, რიგ შემთხვევაში, 10-ჯერ გაიაფდა
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები, რიგ შემთხვევაში, 10-ჯერ გაიაფდა.
„სახელმწიფომ დაადგინა გონივრული საბითუმო და საცალო ფასის ზედა ზღვარი, რაც მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. რამდენიმე პოზიციაზე ღირებულება 7-10-ჯერ შემცირდა.
მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების რაციონალური მოხმარების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო მკაცრად აკონტროლებს ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასა და რეალიზაციას. მათი გაცემა პაციენტზე დაშვებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების სრული დაცვით. ნებისმიერი გადაცდომისა და არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში სამინისტროს ექნება კანონით განსაზღვრული მკაცრი რეაგირება.
შეგახსენებთ, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადავიდა - გაუქმდა ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და 15 აგვისტოდან, სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო, უფასოდ აწვდის. რეფორმის ფარგლებში, აიკრძალა კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, რის შემდეგაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა გახდა“, - აცხადებს სამინისტრო
ავტორი:





11:02
16:29
16:27
13:32
















