|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" თბილისში გაიმართება

თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მიიღებს. მესიშვილის თეატრის მსახიობები საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლს "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" წარადგენენ. სპექტაკლი, 6 ოქტომბერს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატურგიული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი სიხარულიძე. მონაწილეობენ: ინგა კაკიაშვილი, დავით როინიშვილი, ზვიად სვანაძე, ალექსანდრე ტოროტაძე, მაგდა გერაძე, ნიკოლოზ ჯანგავაძე, თამთა გაბუნია, გოჩა ნემსიწვერიძე, გიგა მიქაძე, დავით გაჩეჩილაძე, ნიკოლოზ კობახიძე, კონსტანტინე რობაქიძე, გოჩა ნიკოლაძე. 

ბილი უაილდერის ცნობილმა კომედიამ "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" მთელი მსოფლიო მოხიბლა.  საქართველოში კი სცენაზე პირველად ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა გააცოცხლა. 

თბილისის საერთაშოსო თეატრალური ფესტივალი 25 სექტემბერს დაიწყო და 8 ოქტომბერს დასრულდება. ფესტივალზე ბრიტანული, ებრაული, გერმანული, ლიტვური, ნორვეგიული, პოლონური, რუმინული, რუსული, უკრაინული და უნგრული ნამუშევრები იქნება წარდგენილი.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა