|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯერ არ ყოფილხართ ხალხთან ახლოს და როგორ დაშორდებით? - ზაალ გორგიძე მაჟორიტარებს

იმის თქმა, რომ ხალხს დავშორდებითო, უსაფუძვლია,  ჯერ არ ყოფილხართ ხალხთან ახლოს და როგორ დაშორდებით?  - განაცხადა  "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაალ გორგიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.
  "იმის თქმა,  რომ ნულოვან ბარიერზე გადასვლა მომავალ საპარლამენტო ცხოვრებაზე ცუდად აისახება, ვერ იქნება სამართლიანი არგუმენტი, ოღონდ ამ ყველაფერს ჭირდება დაბალანსება, ეს ჯერ ინიციატივაა და ბარიერზე კამათის გამო არ უნდა დაიკარგოს მთავარი,  პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობა. პარლამენტში უკვე გამოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და აცხადებენ, ასე ხალხს დავშორდებითო, რაც უსაფუძვლოა,  ჯერ არ ყოფილხართ ხალხთან ახლოს და როგორ დაშორდებით?", -განაცხადა ზაალ გორგიძემ.
 
 ქუთაისის "დემოკრატიულ ცენტრში" გამართულ შეხვედრას პოლიტიკური პარტიების, არასათავრობო ორგანიზაციის  და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დაანონსებულ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს. 
მათი  განცხადებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ცალსახად წინგადადგმული ნაბიჭი იქნება, რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.  
 
"პროპორციული სისტემა არის ისეთი მიღწევა, რომ ბარიერის საკითხი ამას ვერაფრით ცვლის.  მადლობა იმ ადამიანებს, ვისი აქტიურობის შედეგადაც გვაქვს ეს მიღწევა და ამის შესახებ ჩვენ დღეს უკვე ვსაუბრობთ", - განაცხადა "საერთაშორისო  გამჭვირვალობის" კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ. 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა