„ჯი-აი-ჯიმ“ მეშახტეების მოთხოვნას უარი უთხრა
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ფინანსურ დირექტორს, ზურაბ გელენიძესა და საგაფიცვო კომიტეტის წევრებს შორის დახურული შეხვედრა შედგა. მოლაპარაკება 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დამსაქმებელი კომპანაიის წევრებმა განაცხადეს, რომ ხელფასების გაზრდას ვერ უზრუნველყობენ, ხოლო პირობების გაუმჯობესებისთვის 2 თვე დასჭირდებათ. შახტის უფროსმა გაფიცულებს სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
"ჩვენი კომპანია ვერ ახდენს ფინანსურ უზრუნველყოფას. ვართ ძალიან რთულ მდგომარეობაში. ვერ ვახდენთ ფინანსური რესურსების გენერაციას, რაც ჩვენს კეთილდღეობას გააუმჯობესებდა",- აღნიშნა კომპანია „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.
გაფიცული მაღაროელების აღნიშნულ შემოთავაზებას არ დაეთანხმნენ. მათი თქმით, ისინი აქციებს მანამ გააგრძელებენ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება თავიანთი მოთხოვნები.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















