|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯიხაიშთან მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლების აქცია გრძელდება

სამტრედიაში, სოფელი ჯიხაიშთან ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლების აქცია გრძელდება.

გაფიცულები ჩინურ კომპანიას პირობების დარღვევასა და მათდამი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.

მშენებლობაზე დასაქმებულთა განცხადებით, 70-მდე მძღოლი უკვე ერთი კვირაა გაფიცულია. მათი თქმით,  კომპანიის წარმომადგენლები მათ არასათანადო  პირობებში მუშაობას აიძულებენ.

ადგილზე იმყოფება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. გოგი წულაია აცხადებს, რომ ადგილობრივები ხელისუფლებას მათი პრობლემის დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

„რაც დღეს აქ ხდება, მხოლოდ ჯიხაიშის პრობლემა არაა, რადგანაც ყველა კომპანია ასე ექცევა ადგილობრივ მოსახლეობას, ამუშავებენ არაადამიანურ პირობებში დაბალი ხელფასით. ინვესტორის შემოსვლა იმიტომ არ უნდა გვიხაროდეს, რომ ინვესტორი იყოს ბედნიერი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყოთ უკეთ, რაც არ ხდება. მოვუწოდებ ხელისუფლებას გააკონტროლოს ყველა უცხოური კომპანიის საქმიანობა“, - განაცხადა წულაიამ.

„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის განმარტებით, გაძვირებული საწვავის გამო მძღოლები ავტომობილების მუშაობას აჩერებენ. ამის პასუხად კი ჩამოიყვანეს აზერბაიჯანელი მძღოლები, რომელთაც კომპანია „სოკარი“ იაფად აწვდის საწვავს, რითაც ადგილობრივი მძღოლების ჩანაცვლება ხდება.

დასაქმებულებთან ერთად კომპანიის საქმიანობას აპროტესტებენ ადგილობრივებიც. სოფელ ჯიხაიშის მცხოვრებლები აპროტესტებენ სავალი გზის დაზიანებას. როგორც ისინი განმარტავენ,  მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობით მათი სოფლის გზა ზიანდება, შეკეთება  კი არ ხდება.

ადგილობრივები  ასევე აპროტესტებენ იქ ინერტული მასალის მოპოვებას, რომელიც მათი განმარტებით,  ყოველგვარი კანონიერების და ნორმატივების დარღევებით  მიმდინარეობს, რაც მძიმე პირობებს უქმნის სოფლის მცხოვრებლებს.

რაც შეეხება გავცელებულ ინფორმაციას, რამდენიმე თანამშრომლის დაკავების შესახებ, როგორც ცნობილია, ისინი მხოლოდ დაკითხვაზე ყავდათ და გუშინვე მოხდა მათი გაშვება.

სამუშაოებს კომპანია "სინო-ჰიდრო" ანხორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ  მუშების პრობლემები უმოკლეს ვადებში იქნება გათვალისწინებული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა