ტყიბულში ახლადგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრით 24 ათასზე მეტი ადამიანი ისარგებლებს
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული „ტყიბულქალაქობა“ და საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ერთად მიულოცა.
გახსნის საზეიმო ღონისძიებას თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, ტყიბულის თვითმმართველობის წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ტყიბულის და მისი მიმდებარე 11 სოფლის 24 ათასზე მეტი მცხოვრები ისარგებლებს.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ადგილობრივთა საჭიროებებზეა ორიენტირებული. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისით ისარგებლებს.
ტყიბულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთხუთმეტეა.
67-ე საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართა.
მიმდინარე წლის ბოლომდე 8 საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაა დაგეგმილი, კერძოდ: ქედაში, ხულოში, ამბროლაურში, დუშეთში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ჭრებალოსა და ყაჩაღანში.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















