|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კადეტთა ლიცეუმში 15 წლის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გსაიმართა

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლებლის 15 წლის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ : საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური , გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.

სტუმრებმა ლიცეუმის წარმომადგენლებს, კადეტებსა და მათი ოჯახის წევრებს სასწავლებლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

პირველკურსელმა კადეტებმა წაიკითხეს "კადეტთა მრწამსი". ღონისძიების დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ლიცეუმის მასწავლებლები და სამხედრო მოსამსახურეები მედლებით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სკულპტურით, მადლობის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ავტორი: