|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვეს(PHOTO)

14 აპრილი ქართული ენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში "დედაენის" ძეგლთან რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა სახელმწიფო ენის მნიშვნელობასა და ისტორიაზე ისაუბრეს.

სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიამ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

რამდენიმე დღის წინ, ქართული დამწერლობის და კალიგრაფიის პოპულარიზაციის მიზნით ქუთაისში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და IX-XII კლასის მოსწავლეებმა. სულ: 150–მა მონაწილემ. კონკურსანტებმა ადგილზე შეასრულეს დავალებები ჯგუფების მიხედვით.

ნინო დათაშვილი - N2 საჯარო სკოლა - I ადგილი, ნატო დანგაძე - N24 საჯარო სკოლა – II ადგილი, მანანა ჯანელიძე - N21 საჯარო სკოლა – III ადგილი, ლიანა სალუქვაძე - N28 საჯარო სკოლა - ნომინაცია ,,ჟიურის სიმპატია“, ელენე კოკელაძე - ,,ლამპარი“ - ნომინაცია ,,ყველაზე ორიგინალური“ , სოფიო ბოყოველი - N13 საჯარო სკოლა - ნომინაცია ,,წლის კალიგრაფი“ მოსწავლეები,  გოჩელაშვილი თამაზ - N9 საჯარო სკოლა - I ადგილი,  მეგრელი ნონა - N15 საჯარო სკოლა - II ადგილი, აბრამიძე ბექა - N30 საჯარო სკოლა - III ადგილი, ქორიძე ნია - N21 საჯარო სკოლა - ნომინაცია ,,ყველაზე ორიგინალური“, ყიფიანი მარიამი - N28 საჯარო სკოლა - ნომინაცია ,,წლის კალიგრაფი“ ,ლანჩავა ლილე - N21 საჯარო სკოლა - ნომინაცია ,,ჟიურის სიმპატია“. გამარჯვებულებს სამსახოვრო საჩუქრები ქუთაისის მერმა გადასცა.

 

   

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი