კამპანია „ეს შენ გეხება“ ისევ გააქტიურდება
კამპანია „ეს შენ გეხება“ ისევ გააქტიურდება. კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავენ. ფარული მიყურადების თემის პარალელურად, უფლებადამცველები კამპანიის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეს არ არის კონკრეტული პირის მიმართ ჩადენილი დანაშაული, არამედ მთელი პოლიტიკური და საჯარო სპექტრის დაშინების მცდელობაა.
„ასეთი კადრების გავრცელება, ეს არის არა მარტო ერთი ადამიანის მიმართ მიმართული უსაშინლესი დანაშაული, არამედ ეს არის მთელი პოლიტიკური და საჯარო სპექტრის დაშინება და დაშანტაჟება იმით, რომ ასეთი კადრები არსებობს და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მათ წინააღმდეგ, ეს ყოველივე მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავისუფალ საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ძალიან კატეგორიულები, კონკრეტულ მოთხოვნებზე ჩამოვყალიბდებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















