|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპული ღირებულებები ჩვენთვის შორიდან მოსული და უცხო არ არის"

საერთაშორისო გამჭვირვალობის  კამპანიის "ძალა ევროპაშია" ფარგლებში ქუთაისში დავით კაკაბაძის გალერეაში XlX - XX საუკუნის მოღვაწე ქალების შესახებ გამოფენა გაიმართა.  

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ძალა ევროპაშია და ამას ადასტურებს, თუნდაც ჩვენი სახელოვანი წინაპრების საქმიანობა და მათი ღირებულებები.  

"ეს გამოფენა კიდევ ერთხელ ხაზგასმაა იმისა, რომ  ევროპული ღირებულებები შორიდან მოსული და უცხო კი არ არის, არამედ ეს არის ისა,  რასაც საუკუნეების განმავლობაში ქართველები ისწრაფოდნენ. დღეს ჩვენ აქ ვხედავთ იმ ქალებს, რომლებიც სწორედ იმას ქადაგებდნენ, რომ ევროპა უნდა იყოს საქართველოს მომავალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა,"-განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ონიანმა.

მისი თქმით, ქალებზე აქცენტი გაკეთდა, რადგან რუსული პროპაგანდა გენდერული კუთხითაც ცდილობს აპელირებას, რომ ჩვენ დღეს ტრადიციებს ვღალატობთ. რეალურად კი ჩვენი ტრადიციები ისაა, რომ ჩვენთვის ყოველთვის  მნიშვნელოვანი იყო ევროპული ღირებულებები.

 საზოგადოებას მიმართა ქალ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ, მისი თქმით, სოფლებში აქტიურად მუშაობს რუსული პროპაგანდა, თუმცა ბოლო მოვლენებმა კარგად აჩვენა, რომ არ შეიძლება დამოკიდებული ვიყოთ მხოლოდ რუსეთის ბაზარზე.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა