"კანონპროექტზე პრეზიდენტის ხელმოწერას სიმბოლური დატვირთვა აქვს"
"ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერას სიმბოლური დატვირთვა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ცალსახად არ ეთანხმება კანონპროექტის პრინციპებს" -განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ. მისი თქმით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის შენიშვნების გაუთვალისწინებლად მიიღო პარლამენტმა, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, შვიდ დღეში, მოაწერს ხელს.
"პრეზიდენტი პატივს სცემს პარლამენტს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს და მის მიერ აღებულ მძიმე პასუხისმგებლობას. შესაბამისად, იგი ხელს მოაწერს ამ კანონპროექტს. საქართველოს პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონოდა უკეთესი კანონმდებლობა. ნათელი, მყარი და დამაჯერებელია პრეზიდენტის პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა წარუდგინა“,-აღნიშნა კოჟორიძემ.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
















