|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კანონში შესული ცვლილებით, სკოლები სამ კატეგორიად დაიყოფა

 200 მოსწავლემდე, 200 მოსწავლის ზემოთ და "წამყვანი სკოლა"- სკოლების ამგვარი კატეგორიზაცია  „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესული ცვლილებებით მოხდება. კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დეკემბერში დაამტკიცა,  შენიშვნები გამოთქვა პრეზიდენტმა, თუმცა კანონს ხელი მოაწერა. 

პრეზიდენტის მოსაზრებით,  სკოლების ამგვარი დიფერენციაცია  შესაძლოა დისკრიმინაციის საფუძველი გახდეს.

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პრეზიდენტის წუხილი უსაფუძვლოა. მინისტრი აცხადებს, „წამყვანი სკოლის სტატუსი“ შეუძლია მოიპოვოს როგორც მცირე, ასევე დიდმა სკოლამ. 

„საუბარი არის შემდეგზე, რომ სამი კატეგორიის სკოლა გვექნება. პირველი ორი კატეგორია არის ზომით გაყოფილი - 200 მოსწავლეზე ნაკლები სადაც სწავლობს და 200 მოსწავლეზე მეტი სადაც სწავლობს. ძირითადი მიზეზი ამ გაყოფის არის დაფინანსების სქემა. იმიტომ, რომ ჩვენი დღევანდელი დაფინანსება 200 მოსწავლემდე სკოლებს აკმაყოფილებს. 200 მოსწავლეზე ზემოთ სკოლებში კი არის დაფინანსების მხრივ მნიშვნელოვანი სირთულეები. ვაპირებთ, ახალ სქემაში ეს ხარვეზი აღარ არსებობდეს. 200 ბავშვზე მცირე და მეტ სკოლებში პედაგოგების მიღებასთან, მათ პროფესიულ განვითარებასთან, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით არის ასევე სირთულეები. მოგეხსენებათ, მცირე სკოლები არის სოფლებში, სადაც საკადრო ბაზარი შეზღუდულია. ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ ეს სპეციფიკა. მესამე კატეგორია ეს იქნება წამყვანი სკოლები, ეს იქნება კრიტერიუმებზე აგებული კატეგორია, ანუ მცირე სკოლასაც და დიდ სკოლასაც შეუძლია გახდეს წამყვანი სკოლა, თუ დააკმაყოფილებს კრიტერიუმს. კრიტერიუმები ჯერ არ გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ კომიტეტი შეიმუშავებს“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა