|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კარგად მოირგე ჯამბაზის როლი და მიაგენი იმ გადაცემას, რომელშიც უნდა იტინგიცო"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის "რუსთავი 2"-ის იუმორისტულ გადაცემაში "ვანოს შოუ" გაკეთებულ  განცხადებას მერიის ადმინიტრაციული სამსახურის უფროსი ეხმიანება. ზვიად ჯავახია განცხადებას სოციალურ ქსელში აკეთებს და აცხადებს, რომ თანაქალაქელის  გამოსვლის გამო შერცხვა. მისი თქმით, რომ არა ცრუ ბრალდებები ქალაქის მისამართით, მის განცხადებას არ გამოეხმაურებოდა.

 "თავიდან შენი გამოჩენის გამო შემრცხვა, გოგი, როცა ტელევიზიით დაგინახე, მერე უკვე იმდენი სისულელე თქვი,  სირცხვილისგან მართლა აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ჯერ ერთი, კულტურის სახლში სახანძრო გახსნესო, რომ ოხუნჯობდი, ახალი მთავრობა რა შუაშია? კი მაგრამ, ავტოქარხნელი ვარო, რომ იჩემებ, არ გახსოვს რომელი მთავრობის დროს გადააკეთეს აღნიშნული შენობა სახანძროდ? იმ პარტიამ ხომ არა, შენ რომ სიებში ჩაგსვა, დეპუტატის მანდატი მოგცა და სიცოცხლის ბოლომდე 500 ლარიანი პენსია დაგინიშნა. რაც შეეხება მერიაში მომუშავე 1 200 კაცს, ძალიან ხომ არ გაბერე ეს ციფრი? იცი თუ არა, ადგილობრივი თვიმართველობის კოდექსით 350 მეტი თანამშრომლის მიღება რომ გვეკრძალება",–აცხადებს ჯავახია.

მისივე განცხადებით, არც პრემიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეესაბამება სიმართლეს, რადგან გასულ წელს 500 000 ლარის პრემია არ გაცემულა.

"კარგად მოირგე ჯამბაზის როლი და მიაგენი იმ გადაცემას, რომელშიც უნდა იტინგიცო. როგორ გითხრა და სულ ოხუნჯობაში იღებდი ხელფასს, აბა შენი გაკეთებული საქმე ქუთაისში არც არავის ახსოვს. რაც შეეხება გადათხრილ გზებს, გამოგეხედა თვალებში და დაგეყოლებინა აზრი, რომ შენი ქალაქი ვითარდება და სულ მალე 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება. ბატონო გოგი, იქნებ გვათხოვოთ ჯადოსნური ჯოხი, რომელიც წამში აკეთებს ყველაფერს",–მიმართავს ჯავახია გოგი წულაიას.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი