კათოლიკური სამყარო დღეს შობას აღნიშნავს
დღეს, 25 დეკემბერს კათოლიკური, ბაპტისტური, ევანგელურ-პროტესტანტული, ხსნის არმიის, სახარების რწმენისა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები მაცხოვრის დაბადებას ზეიმობენ.
კათოლიკურ შობას ბეთლემში აღნიშნავენ, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა. სადღესასწაული წირვა-ლოცვა შობის სახელობის ეკლესიაში აღევლინება.
კათოლიკური შობა მასშტაბურად აღინიშნება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, საშობაო მესას რომის პაპი ფრანცისკე აღავლენს. ქრისტეშობის დღესასწაულს საქართველოში კათოლიკეები, ბაბტისტები და საქართველოს სახარების რწმენის ორმოცდაათიანული ეკლესიის მრევლი ზეიმობს.
საშობაო ტრადიციებს იტალიაში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც მთელ კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა. მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკეა.
ავტორი:





10:52
10:31
10:29
15:35
12:39
















