|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახაბერ მახათაძე: ზესტაფონში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება [R]

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე სოფელ კლდეეთის, ტაბაკინისა და ალავერდის ამომრჩეველს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

 

„მომდევნო წლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესება-განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება. იგეგმება შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გაფართოვდება წყალმომარაგების ქსელი და საკანალიზაციო სისტემა. გაგძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

 

მერობის კანდიდატმა სოფელ ტაბაკინში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა.

 

„ტაბაკინში ისტორიული ძეგლის პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო ბანერები დამზადდა. დაიგო VII-VIII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო მარშუტი კასხიდი-საკრაულა-ტაბაკინი“, - აღნიშნა ზესტაფონის მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლებში ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა