კახი დვალიშვილი: "მე ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი" (ფოტო)
"ეს აქცია დაიგეგმა სოლოლაკში, შუშის სასახლეში",- აცხადებს ქუთაისის ოფისის საორგანიზაციო მდივანი კოტე რატიანი. მისი მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე მიტანილი შტურმი ხელისუფლების მიერ მართული აქციაა. ამის დასადასტურებლად კი აქციაზე გადაღებულ ფოტოებს იშველიებს, სადაც ქუთაისისა და იმერეთის სახელისუფლებო სტრუქტურების თანამშრომლები არიან აღბეჭდილი. სურათზე ჩანს ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე კახა დვალიშვილი.
როგორც კახი დვალიშვილი "ნიუპრესს" განუმარტავს, ის ამ დროს თავის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ასრულებდა. "მე და ჩემს თანაშემწეს, მერიის ტერიტორია არ დაგვიტოვებია. ჩვენც ისევე, როგორც სხვები, ვახდენდით დაკვირვებას და ფოტოგადაღებას, ხომ არ იყვნენ სამუშაო საათებში იქ საჯარო მოხელეები. მე, როგორც საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ვასრულებდი ჩემს უფლებამოსილებას",-განაცხადა დვალიშვილმა.

ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
18:25
15:07
12:11
















