|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე ქუთაისში "ქართული ოცნების" წევრებს ხვდებიან

ქუთაისში პარტიის  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“   შეხვედრა მიმდინარეობს.  სასტუმროში „ბაგრატი -1003“ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ვიცე პრემიერი კახი კალაძე  და  პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.  შეხვედრას იმერეთის ვიცე- გუბერნატორი პაატა ნადირაძე,  ქუთაისის მერიიდან კი, მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი ესწრება.

შეხვედრაზე საუბარია რაიონებში განხორციელებულ პროექტებსა და ადგილობრივ  ორგანიზაციების შიგნით არსებულ საკითხებზე. მონაწილეები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად  საკადრო საკითხებს, მათ შორის თანამდებობებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების ყოფნას და "ოცნების" წევრების "ჩაგვრას" ასახელებენ.

 როგორც შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტებს დავალებული აქვთ ძველი კადრები „ოცნების“ წევრებით ოქტომბრის ბოლომდე ჩაანაცვლონ, რასაც დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა