|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კედლის მხატვრობა გელათის მონასტერში კატასტროფულს სიტუაციაშია, რაზეც პასუხისმგებლობა თეა წულუკიანს ეკისრება"

გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საგანგაშო მოვლენებთან დაკავშირებით მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიულმა კავშირმა საგანგებო განცხადება  გააკეთა.

პროფკავშირის თავმჯდომარის, ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, აღნიშნულთა დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა პირადად თეა წულუკიანს ეკისრება.

"ჩვენი შეკრების მიზეზი არის გელათის ტაძარში შექმნილი კატასტროფული სიტუაცია. ჩვენ ვიცით, კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაშია და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად თეა წულუკიანს ეკისრება. ვინაიდან, მან განახორციელა ისეთი ქმედებები, რომელზეც უმაღლესმა დონის ექსპერტებმა გააფრთხილეს, რომ მათ ეს ნაბიჯები არ უნდა გადაედგათ, მათ მაინც გააკეთეს ეს. შესაბამისად ჩვენი ინფორმაციით, კედლის მხატვრობა გელათის მონასტერში არის კატასტროფულს სიტუაციაში" - განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ.

გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ტაძარში წყალი ჩავიდა და ფრესკები დააზიანა. 

ავტორი: