|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საჭოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა

ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საჭოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა, სხდომას ქალაქის მერი დავით ერემიშვილი დაესწრო, - ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს. 
მათივე ცნობით, საბჭოს წევრთა შემადგენლობა კონკურსის წესით შეირჩა.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მესამე მოწვევის შემადგენლობა, ქალაქის საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების აქტიური მოსწავლეებითა და სტუდენტებით, კონკურსის წესით იქნა შერჩეული. ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ვახტანგ აბაშიშვილი ხელმძღვანელობს.
ქალაქის მერმა ისაუბრა ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებსა და პროექტებში, ასევე, მათი როლის გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით", - ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: