ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მეწყრული პროცესები გრძელდება
წყალწითელას მარცხენა ფერდობზე - ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესების დინამიკა კვლავ ფიქსირდება, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ ვითარებას.
„ამ დროისათვის მეწყრული სხეულის კონტურის ზედა ნაწილში (მოწყვეტის კიდე) პროცესები გადასულია სტაბილიზაციის ფაზაში, ხოლო მის ქვედა ნაწილში, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი) დინამიკა კვლავ ფიქსირდება.
მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციით გეოლოგების ჯგუფები აგრძელებენ ყოველი კონკრეტული ოჯახის შეფასებას, არა მარტო მეწყრის მიმდებარე დასახლებაში, არამედ სოფლის დანარჩენ ტერიტორიაზე", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



16:26
14:17
17:28
17:19
19:31
















