|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორებისთვის სანქცია გაორმაგდება

 კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორებისთვის სანქცია გაორმაგდება და ნაცვლად 500 ლარისა, 1000 ლარი იქნება. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თაობაზე ორგანული კანონის პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა.

 

ორგანული კანონის პროექტი, ასევე ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დამატებით ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიის წევრად საქმიანობის შეზღუდვას ვადით 1-დან 2 წლამდე და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის (თავმჯდომარე,  მოადგილე, მდივანი) თანამდებობიდან გათავისუფლებას და კომისიის რიგით წევრად დატოვებას.

 

ორგანული კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური და ფრიდონ ინჯია. ორგანულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.

ავტორი: ნიუპრესი